გახსენით უბნები ემიგრანტებისთვის!

ორგანიზატორი - Droa • დროა and Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება

01 ივლისი, 12:00
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia

გააზიარე!

გააზიარე!

გახსენით უბნები ემიგრანტებისთვის! ნუ გვპარავთ ხმას! - 1 ივლისს, 12:00 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, გ. ლეონიძის 3-5 ემიგრანტების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

რამდენიმე თვეა გირჩი-დროას კამპანიის „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ ფარგლებში, ათობით ქვეყნის 90-ზე მეტ ქალაქში, საქართველოს მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით. 35 ქალაქიდან კი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე გაეგზავნა ოფიციალური მოთხოვნები.

ხელისუფლება, სამინისტრო და ცესკო უგულებელყოფენ ქართველი ემიგრანტების კონსტიტუციურ უფლებას, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა დაკავშირებულია საკმაო დიდ სამგზავრო თანხებთან და დროსთან. მსოფლიოს მასშტაბით გახსნილი 50 საარჩევნო უბანი, რა თქმა უნდა, ვერ უზრუნველყოფს მათი არჩევანის უფლებას.

საარჩევნო კოდექსში წერია, რომ თუ კონკრეტულ ლოკაციაზე არსებობს მინიმუმ 50 ადამიანი, რომელთაც სურთ დააფიქსირონ საკუთარი ხმა არჩევნებზე, სახელმწიფო ვალდებულია გახსნას მათთვის საარჩევნო უბანი. ჯამში, საკუთარი ხელმოწერით უკვე რამდენიმე ათასმა ემიგრანტმა დაადასტურა სურვილი, საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ.

1 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწევს გაიგონოს და ანგარიში გაუწიოს ქართველი ემიგრანტების ხმას.

ივენთის ლინკი

დაიტოვე

ჩვენი გვერდი:

გააზიარე:

შეტყობინება

კონტაქტი

დაიტოვე

შეტყობინება

კონტაქტი

დაიტოვე