კიბერუსაფრთხოება

კიბერუსაფრთხოება

კიბერუსაფრთხოება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ძლიერი პაროლის ქონა ან შედარებით უსაფრთხო წყაროების გამოყენება, როგორიცაა Signal. ჰაკერები ბევრნაირ გზას იყენებენ კომპიუტერში/მობილურში შეჭრის და ინფორმაციის მოსაპარად. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ჩვენი პერსონალური მონაცემების 100%-ით დაცვა, შესაძლებელია ბოროტმოქმედებისთვის საქმის გართულება (ქურდმა შეიძლება მაინც მოახერხებს სახლში შეჭრა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ კარი არ ჩავკეტოთ).

რა თქმა უნდა, ჩვენი მოწყობილობების პაროლებით დაცვა აუცილებელია. შაბლონები, თითის ანაბეჭდები და სახის განბლოკვა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახერხებელია, მათი გვერდის ავლა ადვილია და შესაბამისად მათი გამოყენება რეკომენდებული არაა. ყოველთვის უკეთესია პაროლების ან 4 ნიშნა პინების გამოყენება.

ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ტელეფონის სისტემის განახლება (system updates), როცა განახლება ხელმისაწვდომია და სისტემა ამას გთავაზობთ. სისტემის პროვაიდერები განახლებებს ქმნიან და ავრცელებენ არა უბრალოდ ვიზუალის და ფუნქციების შესაცვლელად, არამედ შეცდომების და სისტემის უსაფრთხოებაში არსებული "ხვრელების" გამოსასწორებლად, რადგან მსგავსი "სისუსტეები" მარტივად შეიძლება გამოიყენონ ვირუსებმა და ჰაკერებმა. ეს პრინციპი ვრცელდება არა მხოლოდ ტელეფონებზე, არამედ ყველა პროგრამაზე, კომპიუტერზე და ბრაუზერზე, რომელიც განახლებას გთავაზობთ ან უბრალოდ ხელმისაწვდომია ის.

იყავით ძალიან ფრთხილად ტელეფონზე აპლიკაციების ჩამოტვირთვისას. ნუ ჩამოტვირთავთ აპებს არაოფიციალური წყაროებიდან და თუნდაც სანდო წყაროებიდან, ჩამოტვირთეთ ისინი ფრთხილად. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ აპებს, როგორიცაა PDF სკანერები, QR კოდების სკანერები, მობილურის გამწმენდები და ვირუსებისგან დაცვის აპები. ხშირად, ეს აპლიკაციები შეიძლება თავად შეიცავდნენ ვირუსებს, ან აგროვებდნენ და ყიდდნენ თქვენს პირად ინფორმაციას. ყოველთვის დააკვირდით ინფორმაციას აპლიკაციების შესახებ და გამოიკვლიეთ ისინი ჩამოტვირთვამდე, რათა დაიცვათ თქვენი კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.

დაიცავით თქვენი მესინჯერები. ისეთ აპლიკაციებს რომლებშიც რეგისტრაციას მობილურის ნომრით გადიხართ, როგორიცაა ვათსაფი, ვაიბერი, სიგნალი და ტელეგრამი, დააყენეთ ორბიჯიანი ვერიფიკაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის არის რისკი, რომ ვინმე თქვენს ტელეფონის ნომერს თქვენ შეტყობინებებზე წვდომისთვის გამოიყენებს.

არ დააკლიკოთ შეტყობინებებში მოსული ნებისმიერ ლინკს ნებისმიერი წყაროდან, იქნება ეს შეტყობინება თქვენი საყვარელი მაღაზიიდან, გამოწერილი ამანათის შესახებ, თუ ვაკანსიის შესახებ. მაშინაც კი, და მითუმეტეს მაშინ თუ ძალიან ცნობილი ონლაინ მაღაზია გწერთ, საიდანაც რეალურად ელოდებით ამანათს. ბმულები ყველაზე გავრცელებული წყაროა ვირუსების გასავრცელებლად და ინფორმაციის მოსაპოვებლად.

არსებობს დაცული საიტი, სადაც შეგიძლიათ გახსნამდე გადაამოწმოთ ლინკები და ფაილები:

Virustotal.com

რა თქმა უნდა არა გამოცნობით. არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებსაც აქვთ ყველაზე ხშირად გამოყენებადი პაროლების ბაზები, ლექსიკონები და სიტყვების მნიშვნელობები. ჰაკერებს ასევე შეუძლიათ დაამატონ თქვენი პერსონალური ინფორმაცია: სახელი, ტელეფონის ნომერი, ზედმეტსახელი, ოჯახის წევრები სახელები, თარიღები და ასე შემდეგ. პროგრამა ქმნის მილიონობით ვარიანტს მთელი ამ ინფორმაციის გამოყენებით და ცდილობს მოარგოს თქვენს პაროლს.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დააყენოთ ისეთი პაროლი, რომელიც რამენაირად ასოცირებულია თქვენთან. გამოიყენეთ შემთხვევითი სიტყვები, წინადადებები, საყვარელი ციტატა ან სიმღერის ტექსტი, რომლის გამოცნობაც შეუძლებელია. არ გამოიყენოთ სრული სიტყვები და წინადადებები, დაყავით ისინი ნაწილებად სპეციალური სიმბოლოებით. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ თქვენი პაროლი იყოს "Cactus," შეგიძლიათ დაწეროთ "c@Ctu$." გამოიყენეთ 4-5 სიტყვა.

მობილურის სისტემები

1

IOS

2

Samsung

99

ჩინური ტელეფონი

მათი შეძენა არ არის რეკომენდირებული

ბრაუზერები

1

Brave

2

Mozilla Firefox

3

Tor Browser

არ გამოიყენოთ უფასო VPN, რადგან ისინი ხშირად ყიდიან მომხმარებლების ინფორმაციას.

რეკომენდირებული VPN

Mullvad VPN

არსებობს მცდარი იდეა რომ მობილურს ანტივირუსი არ სჭირდება. ეს არის ტყუილი, და ანდროიდის შემთხვევაში ანტივირუსის ქონა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

რეკომენდირებული ანტივირუსები

Hypatia

Malwarebytes

არ დაუკავშირდეთ უცხო WIFI-ს და არ დააყენოთ თქვენს ვაიფაის პაროლად 12345678 ან მსგავსი მარტივად ამოცნობადი პაროლები. Wifi-ს გაზიარება უდრის მარტივ წვდომას თქვენს კომპიუტერზე, ტელეფონზე და ასე შემდეგ.

ორ ბიჯიანი ვერიფიკაცია ყოველთვის კარგი საშუალებაა თავის დასაცავად, თუმცა არა დაუძლეველი. ორგანიზაციებს, ჰაკერებს, სახელმწიფოს, აქვთ საშუალება მოიპოვონ წვდომა თქვენს ესემესებზე. მობილურ ოპერატორებს (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი…) აქვთ ულიმიტო წვდომა ყველა სმსზე, რომელსაც იღებთ. მოთხოვნის შემთხვევაში მათ შეუძლიათ სახელმწიფო ორგანოებს გაუზიარონ ეს ინფორმაცია. ჰაკერებს კი შეუძლიათ შეიძინონ სერვისები, რომლებიც საშუალებას მისცემთ მათ თქვენი ესემესები მიიღონ თქვენგან დამოუკიდებლად.

თავის დასაზღვევად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი სერვისები როგორიცაა Google Autenticator, რომელიც ავტომატურად დააგენერირებს კოდს ყოველ 30 წამში, და ორბიჯიანი ვერიფიკაციას მობილური ქსელის გარეშე შეძლებთ.

პაროლების მენეჯერები შესანიშნავი საშუალებაა თქვენი პაროლების დასაცავად და არა მხოლოდ. აქ შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი იუზერნეიმი, კოდები, ბარათების ინფორმაცია და ასე შემდეგ. აყენებთ და იმახსოვრებთ მხოლოდ ერთ პაროლს და ყველა დანარჩენ პაროლს ინახავთ ამ პლათფორმებზე. ეს სისტემები ძალიან დაცულია და მაშინაც კი, თუ ვინმე მოიპოვებს თქვენს ინფორმაციას, ისინი მონაცემების გაშიფრვას ვერ მოახერხებენ.

Gmail, Facebook, Instagram, და სხვა პლათფორმებს შეუძლიათ დააგენერირონ კოდები თქვენი პროფილის აღსადგენას, ამ კოდების შენახვაც შესაძლებელია პაროლების მენეჯერებში. შედეგად, თუ რაიმე მოხდება და დაკარგავთ წვდომას თქვენს დევაისთან, შეძლებთ რომ აღადგინოთ ის ამ პროგრამის გამოყენებით.

ასეთი მენეჯერების ძალაინ კარგი და უფასო მაგალითი არის Bitwarden. ის აბსოლუტურად ხელმისაწვდომია და ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ დაიწყოთ მისი გამოყენება.

  • არ შეინახოთ თქვენი პაროლები ბრაუზერებში

  • არ გამოიყენოთ ერთი და იგივე ან მსგავსი პაროლები

  • გამოიყენეთ პაროლები რომლებსაც არ აქვთ არანაირი კავშირი თქვენთან

  • არ გამოიყენოთ სრული სიტყვები პაროლში, დაშალეთ ისინი სიმბოლოებით

  • გამოიყენეთ ორ-ბიჯიანი ვერიფიკაციები

  • თუ შესაძლებელია გამოიყენეთ პაროლის მენეჯერები

  • დააფდეითეთ თქვენი მოწყობილებები, ბრაუზერები, აპლიკაციები

  • გამოიყენეთ უსაფრთხო ინტერნეტის წყარო

  • იყავით ფრთხილად ფიშინგთან, არ ენდოთ უცხო ბმულებს და ეცადეთ აიმაღლოთ თქვენი ცოდნა ამ სფეროში

კომუნიკაცია

ჩვენი გვერდი:

გააზიარე:

ჩვენი გვერდი:

გააზიარე:

შეტყობინება

კონტაქტი

დაიტოვე

შეტყობინება

კონტაქტი

დაიტოვე