აირწინაღი. სასურველია აირწინაღი აარჩიოთ ისეთი, რომელიც ფარავს მთელს სახეს. დეტალური აღწერა;
სათვალე, რომელიც დახურულია ჰაერის შეღწევისგან (e.g. საცურაო ან სამეცნიერო სათვალე). თუ თქვენ იყენებთ ნახევარი სახის დამცავ აირწინაღს, შესაძლოა სათვალე არ მოერგოს. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ საცურაო სათვალე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საცურაო სათვალეებს როგორც წესი, არ აქვთ კარგი ხილვადობა;
თუ ვერ შოულობთ სათვალეებს, რომელიც დაგიცავთ გაზის ზემოქმედებისგან, გამოიყენეთ სათვალე, რომელიც დაგიცავთ ნაწილაკებით ან რეზინის საფანტით ზიანის მიღებისგან. მაგალითად - ეირსოფტის სათვალე, სამრეწველო სათვალე და სხვა;
ჩაფხუტი, რომელიც დაიცავს თქვენს თავს დაზიანებისგან. შესაძლოა იყოს ველოსიპედის, მოტოციკლედის, ინდუსტრიული ან სხვა სახეობის;
გადაჭრილი ბოთლი (მაგალითად კოკა კოლის 1,5 ლიტრინი) ან პატარა ვედრო წყლით ნაწილობრივ ავსებული და სქელი ხელთათმანები. თქვენ შეგეძლებათ გაზის კაფსულა ან ყუმბარა ჩააგდოთ წყლიან ჭურჭელში და ამით ის გააუვნებელყოთ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგი კაფსულა შეიძლება იყოს ცხელი რაღაც პერიოდის განამავლობაში. გაზის ზოგი ხელყუმბარა კომბინირებული დანიშნულების არის და გაზის გამოტყორცნის გარდა ასრულებს stun/flashbang-ის როლსაც. ფრთხილად იყავით, შესაძლოა ხელში წერისას გასკდეს.
ტანსაცმელი, რომელიც მაქსიმალურად ფარავს თქვენს კანს და მოხერხებულია;
მოხერხებული ფეხსაცმელი;
მოერიდეთ კონტაქტური ლინზების ტარებას. ლინზებს შეუძლიათ ცრემლსადენი გაზის ნაწილაკების მიკრობა და მოშორების გართულება. თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, გაიკეთეთ სახის გაზის ნიღაბი ან სათვალე;
მოერიდეთ მაკიაჟის ტარებას, როგორიცაა თვალის ლაინერი, იმავე მიზეზით;
ყურის საცობი შეამცირებს თქვენი სმენის აპარატის დაზიანების ალბათობას. აქციების დაშლისას გამოიყენება ხოლმე მაღლი სიხშირის და დეციბელების მქონე LRAD, იგივე - “Sound Cannon”.
სასმელი წყალი;
CS გაზით დაბინძურებული ადგილების მოსაბანად შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალი, ფიზიოლოგიური ხსნარი, სოდიანი წყალი ან რძე;
უმჯობესია გამოიყენოთ ისეთი ჭურჭელი, რომლიდანაც შეძლებთ წყალი გამოტყორცნოთ წნევით, მაგალითად: წყლის პისტოლეტი, ვიწრო ყეიანი ბოთლი, ფიზიოლოგიური ხსნარის რეზერვუარი (შეიძლება გახვრეტა და მერე გადატრიალება სითხის ჭავლის შესაქმნელად);
სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ წყალი ყველაზე უკეთესი არჩევანია. თუმცა, მსგავს სიტუაციებში მოხვედრილი პირები სხვადასხვა ვერსიებს გამოთქვამენ.
მოხერხებული ზურგჩანთა;
საწვიმარი, რომელიც დაგიცავთ დასველებისაგან მოულოდნელად წამოსული წვიმისა, ან მოულოდნელად გამოტყორცნილი წყლის ნაკადისგან;
ქურთუკი, რომელიც დასველების შემთხვევაში გაგათბობთ ან წავლის ნაკადის მოხვედრის შემთხვევაში შეამსუბუქებს ზიანს;
პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
ფურცელზე ჩაიწერეთ დაკავების შემთხვევაში თქვენთვის აუცილებელი საკონტაქტო ნომრები. შეგიძლიათ აგრეთვე ჩაიწეროთ უფასო იურიდიული დახმარების ნომრებიც;
თუ ყოველდღიურ მედიკამენტებს იღებთ, მედიკამენტების რამდენიმე დღის მარაგი თან იქონიეთ, დაგკავების შემთხვევაში რომ არ აღმოჩნდეთ მათ გარეშე;
თუ რაიმე ქრონიკული ჯანრთელობის პრობლემა გაქვთ, დაიწერეთ სადმე ფლომასტერით, უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრისას მედიკოსების ინფორმირებისათვის;
გამოსაცვლელი ტანსაცმელი, იმშემთხვევისთვის, თუ თქვენ ტანსაცმელზე მოხვდება ქიმიური ნივთიერებები;