სასამართლო ჩანიშნულია 8 დეკემბერს, 16:00
მოსამართლე: თამარ მჭედლილშვილი
"ამ წერილს ვწერ წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან, ვარ უკანონოდ დაკავებული, მთხოვდნენ მეთქვა ტყუილი და დამესახელებინა ადამიანები, ვითომდა ისინი მაფინანსებდნენ და მათ დავალებებს ვასრულებდი, მთხოვდნენ დამესახელებინა ჯაფარიძე, ხოშტარია, გვარამია და სხვა პირები. აღნიშნულს ვერანაირად ვერ დავასახელებდი, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა, ვაცხადებ შიმშილობას! ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთად" - წერს რევაზ კიკნაძე იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში
26 წლის რევაზ კიკნაძე შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავა, მას 9-წლამდე ვადით პატიმრობა ემქურება