დამკვირვებლის აკადემია

დამკვირვებლის აკადემია

12 ოქტომბრიდან სამოქალაქო ინიციატივა “დაიტოვე”-ს ახალი ონლაინ პლატფორმა “დამკვირვებლის აკადემია” ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს სამოქალაქო საქმიანობაში მეტად ჩაერთოს და არჩევნების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღოს.


ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წლევანდელი არჩევნების მნიშვნელობა ჩვენი მომავლისათვის ყველას გააზრებული გვაქვს და სწორედ ამიტომ, აუცილებელია არჩევნებისათვის სრულიად მომზადებული ვიყოთ. “დამკვირვებლის აკადემიის” კურსი არჩევნების შესახებ შედგება მოკლედ ვიდეო და ტექსტური გაკვეთილებისგან, რომლის საშუალებითაც დაინტერესებული პირი შეძლებს ნებისმიერ დროსა და ადგილას მიიღოს მეტი ინფორმაცია და სურვილის შემთხვევაში დამკვირვებლად დარეგისტრირდეს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში.


აღსანიშნავია, რომ ჩვენი პლატფორმა მხოლოდ წლევანდელი არჩევნებისთვის არ იქნება რელევანტური და მომავალშიც გადაამზადებს დამკვირვებლებს. ასევე, პლატფორმას დაემატება დემოკრატიული ღირებულებების, სამოქალაქო თვითშეგნებისა და ცნობიერების ამაღლებისათვის მნიშვნელოვანი კურსებიც.

პლატფორმა ,,დამკვირებლის აკადემიის" მიზანია 2024 წლის არჩევნებისთვის დამკვირვებელთა უპრეცენდენტო რაოდენობის მობილიზაცია.

ამონარიდები ტრენინგიდან:

მოხალისედ დასარეგისტრირებლად საკმარისია გაიაროთ ტრენინგი. ამის შემდეგ ჩვენი პარტიორი ორგანიზაციები დაგიკავშრდებიან.

ჩვენი გვერდი:

გააზიარე:

ჩვენი გვერდი:

გააზიარე:

დამკვირვებლის აკადემია

შეტყობინება

კონტაქტი

დაიტოვე

შეტყობინება

კონტაქტი

დაიტოვე