მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
პოეტი ზვიად რატიანი თბილისში პროევროპულ აქციაზე დააკავეს. მანამდე სპეცრაზმელები ზვიად რატიანს სასტიკად გაუსწორდნენ.
ზვიადს მოტეხილი აქვს მეხუთე მალა, გატეხილი აქვს ცხვირის ძვალი და ძგიდე, თავსა და მთელ სხეულზე აქვს სხვადასხვა სიმძიმის ჰემატომები, დაჟეჟილობები.მიუხედავად ამისა მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა